ფეხბურთი

16:45 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაქირი “ბაიერნს” არ დატოვებს

 

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა შერდან შაქირიმ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ აპირებს. შვეიცარიელის შეძენით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებულნი.

“არასდროს მითქვამს, რომ “ბაიერნის” დატოვება მსურდა. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და გარემოს შეცვლაზე არ ვფიქრობ. ჟურნალისტებმა ჩემი ძმის სიტყვებს სხვა ინტერპრეტაცია მისცეს”, - განუცხადა შვეიცარიელმა გერმანულ მედიას.

ცნობისათვის, შაქირის “ბაიერნთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133928