ჭადრაკი

15:42 | 6.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

შანავას წინ მხოლოდ არტემიევია

ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ ყაზახეთის ქალაქ პავლოდარში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა. მე-7 ტურში შანავამ თეთრი ფიგურებით მასპინძელი ბერიკ აკოზოვი დაამარცხა და 5.5 ქულა მოაგროვა. შედეგად, კონსტანტინეზე უკეთესი შედეგი (6.0) მხოლოდ რუს ვლადისლავ არტემიევსღა გააჩნია. მე-8 ტურში შანავა შავებით სომეხ ავეტიკ გრიგორიანს ეთამაშება, რომელსაც ასევე 5.5 ქულა აქვს. ცნობისთვის, პავლოდარის ტურნირზე 9 ქვეყნის 107 წარმომადგენელია ჩართული, რომელთაგან 21 დიდოსტატია, ხოლო 40-ს საერთაშორისო წოდება გააჩნია. Pavlodar Chess Open 2012-ი შვეიცარიული სისტემით ათ ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდი კი 12 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი სამ ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170206