ჭადრაკი

22:12 | 23.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

შანავას საპრიზოს კარგი შანსი აქვს

 

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე კარენ ასრიანის სახელობის მემორიალზე ერთი ტურიღა დარჩა გასამართი, რომლის წინაც 6.5 ქულით ლიდერობას მასპინძელი ტიგრამ კოტანჯიანი (2517) ინარჩუნებს, მას კი, ნახევარი ქულით ქართველი კონსტანტინე შანავა (2539), რუსი მაქსიმ ტუროვი (2634) და სომეხი რობერტ ოვანესიანი (2553) ჩამორჩებიან.

მერვე ტურში შანავამ შავი ფიგურებით კიდევ ერთ მასპინძელ აშოტ ნადანიანს (2426) სძლია და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მეორე ადგილი შეინარჩუნა. დასკვნით ტურში შანავას მეტოქე ხსენებული ოვანესიანი იქნება. თეთრებით ქართველი ითამაშებს. კიდევ ერთ ცენტრალურ პარტიაში ტუროვი და კოტანჯიანი ითამაშებენ.
5.5 ქულით მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა დავით მაღალაშვილმა (2469), რომელმაც შავი ფიგურებით რუსი ირინა ტუროვა (2442) დაამარცხა. დავითის ბოლო მოწინააღმდეგე კიდევ ერთი რუსი მიხაილ ულიბინია (2532).
ჯერმუკში მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 12. შოთა აზალაძე (2423) – 5.0; 29. ნინო ბაციაშვილი (2399) – 4.5; 35. ბაჩანა მორჩიაშვილი (2394) – 4.0; 49. სოფიო გვეტაძე (2330) – 3.5;
ასრიანის სახელობის მემორიალის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი სამ ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154936