ჭადრაკი

16:15 | 13.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

შანავას დასანანი მარცხი

ქართველმა მოჭადრაკე კონსტანტინე შანავამ (2566) სომხეთის ქალაქ ჯერმუკში დასრულებული კარენ ასრიანის მემორიალის ბოლო ტურში რუს ევგენი ვორობიოვთან (2565) შავი ფიგურებით წააგო და მე-2 ადგილზე გავიდა, არადა, როგორც აღმოჩნდა, ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნიდა.
ტურნირის ბოლო დღის წინ, შანავასა და სომეხ ტიგრან კოტანჯიანს 6.5:6.5 ქულა გააჩნდათ. ეს უკანასკნელი თეთრებით ქართველ დავით მაღალაშვილს (2455) ეთამაშებოდა და ყაიმი გააფორმა, შანავას კი დასანანი მარცხი შეემთხვა.
საბოლოოდ, კოტანჯიანი 7.0 ქულით გაჩემპიონდა, ხოლო შანავამ კიდევ სამ მოჭადრაკესთან ერთად (მათ შორის მაღალაშვილიც გახლდათ) 6.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 პოზიცია დაიკავა, მაღალაშვილი კი მე-4 ადგილს დასჯერდა.
ასრიანის მემორიალის მონაწილე დანარჩენმა ქართველებმა შემდეგი შედეგები აჩვენეს: 20. გიორგი ბაღათუროვი (2464) – 5.0 ქულა; 22. ნაზი პაიკიძე (2376) – 5.0; 24. მაია ლომინეიშვილი (2355) – 5.0; 28. სოფიო გვეტაძე (2352) – 4.5; 48. სოფიკო გურამიშვილი (2343) – 3.5; 61. ნინო იმნაძე (1764) – 2.5;  
ჯერმუკის ტურნირს 64 მონაწილე ჰყავდა, რომელთა შორის 16 დიდოსტატი გახლდათ. გამარჯვებულმა კოტანჯიანმა საპრიზო 15 ათასი დოლარიდან 3 ათასი მიიღო, ქალთა შორის პირველი სამი ჯილდო (800, 500 და 200 დოლარი) კი ქართველებმა – პაიკიძემ, ლომინეიშვილმა და გვეტაძემ გაინაწილეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.088623