ჭადრაკი

12:21 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შანავა მესამე ადგილზეა

ნახიჭევანის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ქართული დაპირისპირება ვიხილეთ. ლევან ფანცულაია (2573) ლუკა პაიჭაძეს (2535) თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა. შედეგად, ფანცულაია 2.5 ქულით მე-14 ადგილზე დამკვიდრდა, პაიჭაძე კი 3.0 ქულით მეთერთმეტეა.

3.0 ქულა აქვთ აქტივში კონსტანტინე შანავას (2551) და გაიოზ ნიგალიძესაც (2536), რომელთაც, შესაბამისად, მე-3 და მე-12 პოზიციები უკავიათ. მე-4 ტურში შანავა შავებით აზერბაიჯანელ რაუფ მამედოვს (2660) დაუზავდა, ხოლო საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიგალიძემ თეთრებით კიდევ ერთ მასპინძელ ისმაილი შაჰალიევს (2112) მოუგო.

ტურნირის კიდევ ერთმ ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა (2560) შავი ფიგურებით ყაიმი თურქ მუჰამად დასტანთან (2439) გააფორმა და 2.5 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

აზერბაიჯანული შეჯიბრის ერთპიროვნულ ლიდერად რუსი მოჭადრაკე ალეკსანდრ შიმანოვი (2636) რჩება, რომლის აქტივშიც 3.5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071435