ჭადრაკი

15:47 | 26.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

შანავა ბერძნული ტურნირის ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩა

საბერძნეთის ქალაქ კორინთიაში დასრულებულ საჭადრაკო ტურნირზე საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ (2535) 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და კიდევ ოთხ მოჭადრაკესთან ერთად მესამე-მეშვიდე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით კი მეექვსე პოზიცია დაიკავა.
ქალთა შორის პირველი საფეხური  ერგო ლელა ჯავახიშვილს (2469), რომელიც 5.5 ქულით საერთო ჩათვლაში მეჩვიდმეტე გახლდათ, დავით ჯოჯუამ (2505) კი 6.0 ქულით მეთხუთმეტე საფეხური დაიკავა. ბერძნული ტურნირის გამარჯვებული ჰოლანდიელი რეიტინგ-ფავორიტი სერგეი ტივიაკოვი (2623) გახდა, რომელმაც თავი 7.0 ქულას მოუყარა და ესპანელ სალვადორ დელ რიო დე ანგელისს (2509) დამატებითი მაჩვებლებით აჯობა.
შვიდი ტური მიილია ესპანეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, სადაც საქართველოს ღირსებას ლევან აროშიძე (2539) და ანა მათნაძე (2428) იცავენ. ამჟამად, აროშიძეს 6.0 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მერვეა, თუმცა კი, ლიდერ მეტიუ სადლერს (ინგლისი, 2625) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება. მათნაძე 5.0 ქულით მეორმოცეა. მერვე ტურში ქართველები შავი ფიგურებით ითამაშებენ. აროშიძე ვენესუელელ ედუარდო იტურიზაგას (2603) გაეჯიბრება, ხოლო მათნაძე – პოლონელ დარიუშ სვიერჩს (2553).
დასასრულ სალომე მელიაზეც (2437) ვთქვათ, რომელიც იტალიაში “სჩაკობრატო მაგისტრალეზე” ასპარეზობს და ექვსი ტურის თავზე 4.0 ქულით მეცხრამეტეა. მერვე ტურში სალომე შავებით ლუქსემბურგელ ალბერტო დავიდს (2609) ეთამაშება. იტალიური ტურნირის სათავეში 5.5 ქულით უკრაინელი სერგეი ფედორჩუკი (2618) იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083713