ქართველ ჩოგბურთელ სოფო შაფათავას ძალიან ცუდი პერიოდი უდგას. სოფოს წლეულს ერთეულთა თანრიგში არცერთი მატჩი არ აქვს მოგებული და ახლაც, აშშ-ში ჯეკსონის 25-ათასიან ტურნირზეც წარუმატებლად იასპარეზა. ძირითადი ბადის პირველ რაუნდში შაფათავა “უაილდ ქარდით” მიწვეულ ამერიკელ ალექსანდრე მუელერს გაეჯიბრა და 4:6, 5:7 წააგო. შეგახსენებთ, რომ წყვილთა გათამაშებაში სოფო და უკრაინელი ალიონა სოტნიკოვა მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც მე-2 ნომრად განთესილ არგენტინულ დუეტს (აურუა-ირიგოიენი) დაუპირისპირდებიან.







