ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფლორიდაში ოსპრეის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. სოფო კვალიფიკაციიის პირველ რაუნდში ამერიკელ კოკო ვანდევეიგეს დაუპირისპირდა და მხოლოდ ორი გეიმის მოგება შეძლო – 1:6, 1:6. შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში შაფათავას 208 ქულა გააჩნია და 264-ე ადგილზე იმყოფება.







