ფეხბურთი

15:54 | 6.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

შაცკიხმა, კობახიძეს მადლობის გადახდა ჯერ ვერ ვასწავლეო

კიევის “არსენალის” თავდამსხმელმა მაქსიმ შაცკიხმა, რომელმაც “დნიპროსთან” მატჩში საგოლე პასი მიითვალა, “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში განაცხადა, რომ მეტოქის კარში გოლის ავტორი ალექსანდრე კობახიძე პარტნიორებისთვის ეფექტური ქმედების სათანადოდ დაფასებას ჯერჯერობით ვერ მიეჩვია.

“გადამიხადა თუ არა მადლობა კობახიძემ საგოლე გადაცემისთვის? როგორ ვთქვა... მას ჯერ ასეთი ჩვევა არ აქვს. ეს ბიჭი თავდაპირველად სადღაც ტრიბუნებისკენ გარბის. მას პარტნიორებისთვის მადლობის გადახდის კულტურა ჯერ ვერ გამოვუმუშავე. თუმცა, არა უშავს, ვფიქრობ, ყველაფერი წინაა. პრინციპში, სადაც უნდა, იქ გაიქცეს, მთავარია ხშირად გაიტანოს”, – განაცხადა შაცკიხმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში საკუთარ მოედანზე “დნიპროსთან” ჩატარებულ მატჩში კობახიძემ ანგარიში ძირითადი დროისთვის მე-2 დამატებულ წუთზე გაათანაბრა.
 
ლაშა თაბაგარი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098074