ფეხბურთი

21:24 | 20.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

სეხნიაშვილი “ნაფტანის” დუბლშემადგენლობაში ჩაირიცხა

22 წლის ქართველი მცველი გიორგი სეხნიაშვილი, კარიერას ბელარუსში გააგრძელებს და ჯერჯერობით “ნაფტანის” დუბლშემადგენლობაში ითამაშებს.
35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი სეხნიაშვილი, 2008 წელს თბილისის “სპარტაკში” გამოდიოდა, გასული სეზონი კი “ნორჩ დინამოელში” ჩაატარა. “ნაფტანის” ხელმძღვანელობა მას ერთი წელი დააკვირდება და ქართველი მცველის მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა.  

ზურა ქსოვრელი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100804