ფეხბურთი

1:09 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” რეიესი 2 თვით გამოაკლდა

ანდალუსიური “სევილიას” 29 წლის შემტევი ხოსე ანტონიო რეიესი ფეხბურთის თამაშს უახლოესი 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ევროპის ლიგაზე, “მლადოსტთან” გამართულ მატჩში (3:0) მიღებული ტრავმაა.

რეიესმა დაზიანება შეხვედრის სტარტზე მიიღო და იგი იძულებული იყო მოედანი დაეტოვებინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მუხლი სერიოზულად აქვს დაზიანებული და მის მკურნალობას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058497