ჩოგბურთი

3:33 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ US Open-ი მეოთხედ მოიგო

ქალთა შორის აშშ-ს ღია პირველობის გამარჯვებული ამერიკელი სერენა უილიამსი გახდა, რომელმაც დრამატულ ფინალურ მატჩში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა 6:2, 2:6, 7:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ სეტში აზარენკა 5:3-ს იგებდა და სერენას მოწოდებაზე ანგარიში 30:30 გახლდათ, თუმცა, ვიქტორიამ გადამწყვეტი ქულების მოგება ვეღარ მოახერხა. ცნობისთვის, უმცროსმა უილიამსმა საპრიზო ფონდიდან 1 900 000 დოლარი მიიღო, რეიტინგში კი 2 000 ქულა შეიმატა. სერენამ აშშ-ს ღია პირველობა მეოთხედ მოიგო, სულ კი ეს მის კარიერაში მე-15 (!) სადიდსლემო ტიტული გახლდათ. შეგახსენებთ იმასაც, რომ წლეულს მან უიმბლდონზეც იმარჯვა. 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09002