ჩოგბურთი

19:37 | 5.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ფინალში და სარეიტინგო ვარიაციები

უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის ოთხგზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა კიდევ ერთხელ გააღწია პლანეტის ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო შეჯიბრების ფინალში. უმცროსმა უილიამსმა 24 ეისი (!) განახორციელა ბელარუს ვიკტორია აზარენკას წინააღმდეგ თამაშისას, რამაც დიდწილად სერენას მოგება განაპირობა 6:3, 7:6 (7:4). სერენამ ერთით გააუმჯობესა თავისივე რეკორდი – უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის მატჩში ამიერიდან საუკეთესო მაჩვენებელი 24 ეისია. სერენა უილიამსისა და აგნეშკა რადვანსკას ურთიერთშეხვედრათა ბალანსი კი 8:1 გახდა ამერიკელის სასარგებლოდ.
უიმბლდონ 2012-ის ფინალში სერენა უილიამსი პოლონელ აგნეშკა რადვანსკას დაუპირისპირდება. ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა სარეიტინგო ასპექტითაც ენიჭება. თუკი რადვანსკამ გადამწყვატი მატჩი მოიგო, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მოწინავე საფეხურამდე აღზევდება (კარიერაში პირველად), თუკი სერენამ მეხუთედ მოიპოვა უიმბლდონის ჩემპიონობა, პლანეტის რეიტინგსიას სათავეში ვიკტორია აზარენკა მოექცევა. შეგახსენებთ, სადღეისოდ პირველ ადგილზე მარია შარაპოვაა, მაგრამ მომავალ ორშაბათს “როლან გაროსის” მოქმედი გამარჯვებული რუსი დაქვეითდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096722