ჩოგბურთი

19:05 | 11.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ცისფერ კორტზეც ჩემპიონობისთვის იბრძვის

მადრიდის საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 5 მილიონ 190 ათასი დოლარია, ქალ ერთეულთა შეჯიბრებაზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა, ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ ჩინელ ნა ლის (8) 3:6, 6:3, 6:3 მოუგო. მატჩი თითქმის 2 საათი რომლის განმავლობაში აზარენკამ 3 ეისი და 5 ბრეიკი შეასრულა. “ნა ლის ზედიზედ მესამედ ვძლიე, არადა, გასულ სეზონში მისგან ორჯერ მარცხის სიმწარე ვიწვნიე. მას შემდეგ თამაშს მოვუმატე, თანაც ჩინელის წინააღმდეგ ასპარეზობის ოპტიმალურ საშუალებას მივაგენი. ისე კი, ნა ლი მეტად არაპროგნოზირებადი ჩოგბურთელია და ყოველთვის ბოლო ბურთამდე იბრძვის”, - შვებით ამოისუნთქა აზიელის დამარცხების შემდეგ აღმოსავლეთსლავმა.
მადრიდში მეორე ნომრად განთესილ მარია შარაპოვას რაც შეეხება, მეოთხედფინალში მას 30 წლის სერენა უილიამსმა (9) იოლად, 2 სეტით მოუგო – 6:1, 6:3. მატჩი საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სერენასა და მარიას ურთიერთშეხვედრათა ბალანსი 8:2 გახდა უილიამსდის სასარგებლოდ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088839