სერბეთში მიმდინარე სახელბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი გამოვლინდა: ნორვეგია – სერბეთი, ბრაზილია – უნგრეთი, გერმანია – დანია და საფრანგეთი – პოლონეთი.
ორშაბათს 4 მერვედფინალი გაიმართა. უნგრეთმა 28:21 მოუგო ესპანეთს. წარმატებული სერია გააგრძელეს ჯგუფური ტურნირის გამარჯვებულმა გუნდებმა. მეექვსე გამარჯვებები მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონმა ნორვეგიამ (ჩეხეთთან – 31:21) და მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა ბრაზილიამ (ჰოლანდიასთან – 29:23).
ბელგრადში, “კომბანკ” არენას 25-ათასიან დარბაზში სერბეთმა
ამის შემდეგ, სერბეთი ორჯერ კიდევ გავიდა წინ და კორეამ ორჯერვე გაათანაბრა. ბოლოს, დასრულებამდე 12 წამით ადრე რიუმ ანგარიში 27:27 გახადა მაშინ, როცა
სანუგეშო ტურნირი, ე.წ. “პრეზიდენტის თასი” მოიგო ტუნისმა, ვინც მე-17 ადგილისთვის მატჩში ჩინეთი 28:23 დაამარცხა. 18 დეკემბერს მეოთხედფინალების დღეა.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
16 დეკემბერი, მერვედფინალი
უნგრეთი – ესპანეთი 28:21
გორბიჟი 6, ზაჩიკი 5, ბოგნარი 4 – ლოპესი 7, კაბრალი 4, აგილარი 4
ბრაზილია – ჰოლანდია 29:23
როდრიგესი 7, ამორიმი 6, ნასიმენტო 6 – აბინგჰი 7, კროოტი 6, ლუსიანო 4
ნორვეგია – ჩეხეთი 31:21
მორკი 5, ლოკე 5, სოლბერგი (მეკ, 13/25) – ლუზუმოვა 6, ჰრბკოვა 4
სერბეთი – ს.კორეა 28:27
ლეკიჩი 8, პოპოვიჩი 6, დამნიანოვიჩი 6 – იუნი 8, ვოო 6, რიუ 4, ჩოი 4
მეოთხედფინალი, 18 დეკემბერი
20:30 ბრაზილია – უნგრეთი
20:30 საფრანგეთი – პოლონეთი
23:15 გერმანია – დანია
23:15 ნორვეგია – სერბეთი
პრეზიდენტის თასი
მატჩი მე-17 ადგილისთვის
ტუნისი – ჩინეთი 28:23
მე-19 ადგილისთვის
21-ე ადგილისთვის
პარაგვაი – ალჟირი 29:19
23-ე ადგილისთვის
დომინიკელთა რესპუბლიკა – ავსტრალია 27:26
www.geohandball.ge







