ფეხბურთი

14:19 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენი" - პირველი ტიტული 1981 წლის შემდეგ

"სენტ ეტიენი" 70-იანი წლებში და 80-იანის დასაწყისში საფრანგეთში უდავოდ საუკეთესო იყო, გუნდს ჰყავდა ბრწყინვალე მიშელ პლატინი და სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც. თუმცა მას მერე ხანგრძლივი კრიზისის პერიოდი დაუდგა. იყო დრო, როცა "სენტ ეტიენი" ქვედა ლიგებში თამაშობდა. 

და აი, პირველი ტიტული 1981 წლის შემდეგ. "სენტ ეტიენმა" საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო - ფინალში 1:0 სძლია "რენს".

ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე ბრანდაომ გაიტანა გაბონელი ობამეიანგის პასით.

კრისტოფ გალტიეს გაწვრთნილი "სენტ ეტიენი" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და სამეულში გასვლის, ანუ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის შანსი აქვს.

ცნობისთვის, "სენტ ეტიენი" საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონია.

0.118292