თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო და 17 სექტემბრამდე გასტანს ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილი თასის გათამაშება.
ნონა გაფრინდაშვილი
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი
ფესტივალის ფარგლებში ტარდება: A და B ტურნირები; ასპარეზობა 8; 10; 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ბიჭებს შორის. თამაშები A და B ტურნირებში 15.00-დან იწყება, ხოლო ასაკობრივ კატეგორიებში – 10.00 საათზე.
ასპარეზობაზე 8 ქვეყნის (საქართველო, ბრაზილია, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი) 265-ზე მეტი მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას.
ტურნირის საპრიზო ფონდი – 40 000 ლარი შეადგენს.
პირველ ტურში მოულოდნელი შედეგი, ერთის გარდა, არ დაფიქსირებულა და თითქმის ყველა ფავორიტმა გამარჯვება მოიპოვა. იმარჯვეს რეიტინგის მიხედვით ტურნირის მოწინავე ათეულში მყოფმა ლევან ფანცულაიამ (2590), კოკა შანავამ (2550), ლუკა პაიჭაძემ (2543) და შოთა აზალაძემ (2498).
სენსაცია დაფიქსირდა პირველ დაფაზე, სადაც ნოე თუთისანი (2259) უმაღლესი რეიტინგის მქონე სომეხ კარენ გრიგორიანს (2610) შავი ფიგურებით დაუზავდა.







