ჭადრაკი

20:53 | 15.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია მეხუთე ტურში

სენსაციური შედეგით დასრულდა ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე უფროსებს შორის მეხუთე ტურში სოფო გურამიშვილისა და “თბილისის მერიის თასი 2010”-ის ვიცე-ჩემპიონ ტიგრან კოტანჯიანის (სომხეთი) შეხვედრა. აღნიშნულ ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილმა კოტანჯიანმა, ვერაფერი გააწყო მე-19 ნომრად განთესილ გურამიშვილთან და დამარცხდა.
ცვლილებაა ლიდერთა შორის. სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ხუთი მოჭადრაკიდან, მხოლოდ კონსტანტინე შანავამ და ზაურ მამადოვმა (აზერბაიჯანი) შესძლეს გამარჯვების მოპოვება, 4,5-4,5 ქულა დააგროვეს და ლიდერობა შეინარჩუნეს. შანავამ ლიდერთა შორის მყოფ დავით ლომსაძეს მოუგო, ხოლო მამადოვმა მაია ლომინეიშვილი დაამარცხა. რაც შეეხება პირველ ხუთეულში მყოფ კიდევ ორ მოჭადრაკეს, შოთა აზალაძესა და ლევან ფანცულაიას, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ყაიმზე შეთანხმდნენ.
4-4 ქულით III-V ადგილებს ინაწილებენ ლევან ფანცულაია, გაიოზ ნიგალიძე და შოთა აზალაძე.
მე-5 ტურის ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით:
კონსტანტინე შანავა (3,5) -  დავით ლომსაძე (3,5) 1:0; მაია ლომინეიშვილი (3) – ზაურ მამადოვი (3,5) 0:1; შოთა აზალაძე (3,5) – ლევან ფანცულაია (3,5) 0,5:0,5; გაიოზ ნიგალიძე (3) – გიორგი გამზარდია (3) 1:0; დავით ბენიძე (3) – მირანდა მიქაძე (3) 0,5:0,5.
მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
ზაურ მამადოვი (4,5) – კონსტანტინე შანავა (4,5); ლევან ფანცულაია (4) – გაიოზ ნიგალიძე (4); დავით ლომსაძე (3,5) – შოთა აზალაძე (4).

როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090917