შოტლანდიის პრემიერლიგის 33-ე ტურში, გლაზგოს “სელტიკი” “კილმარნოკს” ეწვია და 6:0 დაამარცხა, რითაც, ქვეყნის ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმა. “სელტიკ პარკის” ბინადრებმა ეროვნულ ჩემპიონატში 43-ედ იპირველეს.
შოტლანდიის პრემიერლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, “სელტიკს” 81 ქულა აქვს მისი უშუალო კონკურენტი “რეინჯერსი” მის დაწევას ვეღარაფრით შეძლებს.
ცნობისათვის, უკანასკნელად, “სელტიკმა” შოტლანდიის პრემიერლიგა 2008 წელს მოიგო. გასულ სეზონში, ჩემპიონის ტიტული “რეინჯერსმა” მოიპოვა.









