მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში არსბეულ საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებს ერთდროული თამაშის სეანსი ჩაუტარა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა.
სეანსს წინ უძღვოდა საქალაქო ჩემპიონატების გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება.
დახურვის ცერემონიალმა საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, ნორჩი მოჭადრაკეები დააჯილდოვეს - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა: აზერ სულეიმანოვმა,მაჰირ დარზიევმა, ალი მამედოვმა, რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში სავალან მირზოევმა.
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი განლაგებულია ‘ჩაის სახლში’, რომელიც 2010 წლის 29 ივლისს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ‘სოკარის’ წარმომადგენლობამ შეიძინა და ყველა პირობა შექმნა მოზარდების განვიათარებისა და ზრდისთვის. ცენტრში ფუნქციონერებს სხვადასხვა სპორტული თუ შემეცნებითი წრე და გარემო- პირობებიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ‘სოკარის’ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მაირ მამედოვის დამსახურება ჭადრაკის განვითარებაში რეგიონში.დაგეგმილია მრავალი საჭადრაკო ტურნირის ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო დონის. აღსანიშნავია, ისიც რომ მარნეულელ მოზარდებს ჭადრაკს საერთაშორისო დიდოსტატი ვალერი გაფრინდაშვილი ასწავლის.
ფოტოები იხილეთ:
http://www.facebook.com/media/set/?set=a.509512685763946.1073741840.100001156583783&type=1







