ფეხბურთი

11:53 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სავიოლა “ვერონაში” ითამაშებს

 

გამოცდილი თავდამსხმელი, ხავიერ სავიოლა, იტალიური “ვერონას” რიგებში ჩაირიცხა. ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

არგენტინელმა, იტალიურ კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გასულ სეზონში, სავიოლა “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავდა და 34 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090677