ფეხბურთი

12:56 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ინგლისელი ახალგაზრდები ჩაიბარა

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტიუარტ პირსი გარეთ საუტგეიტმა შეცვალა. ინფორმაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

“უზომოდ კმაყოფილი ვარ, ამ თანამდებობაზე არჩევანი ჩემზე რომ შეაჩერეს. მოუთმენლად ველი ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობის დაწყებას”, - თქვა 42 წლის სპეციალისტმა.

საუთგეიტს ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით 57 თამაში აქვს ჩატარებული. მწვრთნელის თანამდებობაზე ის 2006-2009 წლებში “მიდლსბროში” მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110328