ფეხბურთი

21:52 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სასუოლომ” მანფრედინი დაიმატა

იტალიური “სასუოლო” დაცვის გაძლიერებას განაგრძობს. ლორენცო არიაუდოს შემდეგ, “ნეროვერდიმ” “ჯენოას” უკანახაზელი ტომას მანფრედინიც დაიმატა.

“სასუოლოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მანფრედინი 21-ნომრიან მაისურს მოირგებს. მისი პრეზენტაცია 17 იანვარს შედგება. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

33 წლის ტომას მანფრედინი “ჯენოაში” ერთი წლის წინ, 2013 წლის იანვარში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებული 15 თამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.056233