ჭადრაკი

23:48 | 27.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

სასკოლო გუნდური ჩემპიონატი იმერეთმა მოიგო

იმერეთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა ქუთაისში გამართული საქართველოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის ფინალი ჭადრაკში, რომელშიც 1998-99 წლებში დაბადებული გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობდნენ.

როგორც “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 გუნდი ეპაექრებოდა ერთმანეთს.
ესენი არიან:
1. ქ. თბილისის - # 57 სკოლა (ვაკე-საბურთალოს რაიონი)
2. ქვემო ქართლი - ახალი სამგორის სკოლა (გარდაბნის რაიონი)
3. კახეთი - ქ. წნორის საერო სკოლა-ლიცეუმი (სიღნაღის რაიონი)
4. შიდა ქართლი - ქ. გორის # 2 სკოლა
5. მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის # 2 სკოლა
6. სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის # 2 სკოლა
7. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – ამბროლაურის # 2 სკოლა
8. იმერეთი – ქ. ქუთაისის # 29 სკოლა
9. გურია – ქ. ოზურგეთის სამრევლო სკოლა, გაბრიელ ეპისკ. სახელობის
10. სამეგრელო-ზემო სვანეთი – ქ. ზუგდიდის # 2 სკოლა
11. აჭარა – ქედის რაიონის სკოლა
12. აფხაზეთი – აფხაზეთის # 6 სკოლა (ქ. ქუთაისი)
როგორც მოგახსენეთ, გაიმარჯვა იმერეთის გუნდმა, კერძოდ, ქ. ქუთაისის # 29 სკოლამ. მე-2 ადგილზე გავიდა შიდა ქართლი - ქ. გორის # 2 სკოლა, ხოლო მესამეზე სამეგრელო-ზემო სვანეთი – ქ. ზუგდიდის # 2 სკოლა.
ტურნირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინიტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მათთან ერთად, ტურნირის ორგანიზატორი იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. 
ტურნირის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს მედლები, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090553