ძიუდო

12:48 | 15.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთვის მასტერსი უკვე დასრულდა

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანმა ალმათიში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე ერთი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გასვლით 80 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ქართველმა ძიუდოისტმა საწყის ეტაპზე ფრანგი ტიერი ფაბრე იპონით დაამარცხა, მაგრამ მეორე მეტოქესთან – ყაზახ მაქსიმ რაკოვთან ვეღარას გახდა და... საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირი ამით დასრულდა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასტერსზე გამოსასვლელად საჭირო სარეიტინგო ქულები ქართველ ძიუდოისტთაგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილს (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანსა და ირაკლი ცირეკიძეს (ორივე 100 კგ) აღმოაჩნდათ. ცირეკიძემ ყაზახეთში ჩასვლა ტრავმის გამო ვერ შეძლო, პაპინაშვილი გუშინ, პირველსავე მეტოქესთან დამარცხდა. ლიპარტელიანი კი დღეს გავიდა ტატამზე და ისიც ერთადერთხელ – ბრაზილიელ ტიაგო კამილოსთან ძირითადი და ოქროს დროის უქულოდ ჩამთავრების შემდეგ ჰანტეითი წააგო.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094867