კლაიპედაში ევრობასკეტის D ქვეჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა. სლოვენიამ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ბულგარეთის წინააღმდეგობა ბოლო წუთებზეღა დაძლია, 67:59 იმარჯვა და საქართველოს ნაკრებთან ერთად გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.
D ქვეჯგუფში პირველი ტურის ბოლო შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან.









