რაგბი

14:18 | 21.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირი UNICEF-თან ერთად 2011 წლის აპრილიდან ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია რაგბის მეშვეობით.
ჩვენ ვცდილობდით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაში; მათი სარაგბო კლუბებში განაწილებით პასუხისმგელობას ვიღებდით მათ მომავალზე. ამის ფონზე ჩვენთვის კიდევ უფრო ამაზრზენი და შემაძრწუნებელია საპატიმროებში მომხდარი ადამიანის წამების, დამცირების, ღირსების შელახვის ფაქტების ნახვა – მით უმეტეს, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა მიმართაც.
საქართველოს რაგბის კავშირი გმობს მომხდარს და კატეგორიულად მოითხოვს ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163046