ჩოგბურთი

20:50 | 19.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის გათამაშებაში მეორე მატჩიც მოიგო და I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ლალი ზერეკიძის შეგირდებმა ნორვეგია 3:0 გაანადგურეს, B ჯგუფის მე-2 ტურში კი ლატვიელებს დაუპირისპირდნენ და 2:1 იმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ერთეულთა თანრიგის ორივე მატჩი მოიგეს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 267-ე ადგილზე მყოფმა სოფო შაფათავამ ლიგა დეკმეიერე (774-ე) 2:6, 7:6 (7:0), 6:1 დაამარცხა, ხოლო ანა ტატიშვილმა (85-ე) დიანა მარცინკევიჩს (318-ე) კიდევ უფრო იოლად სძლია – 7:5, 6:2.
წყვილთა მატჩში, რომელიც უკვე აღარაფერს წყვეტდა, დეკმეიერემა და მარცინკევიჩმა შაფათავასა და ქვაცაბაიას 7:6 (7:5), 6:3 მოუგეს.
დღის მე-2 შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა ნორვეგიას 3:0 სძლია და ჯგუფის სათავეში საქართველოსთან ერთად მოექცა. 20 აპრილს, დასკვნით ტურში ერთმანეთს სწორედ ლიდერები დაუპირისპირდებიან და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ.
ნახევარფინალისთა ვინაობა ცნობილია A ჯგუფიდანაც, სადაც ორ-ორი გამარჯვება სამხრეთ აფრიკამა და მონტენეგრომ გაიფორმეს. ბოლო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს გაეჯიბრებიან და პირველ-მეორე ადგილებს გაინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს დაგეგმილ ნახევარფინალებში გამარჯვებულები მომავალი წლისთვის ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფის საგზურებს მიიღებენ და ზედა დონეზე ესტონეთა და საბერძნეთს ჩაანაცვლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083691