სხვა

15:27 | 10.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – “სპორტული ქვეყანა 2012”

“სპორტული ქვეყანა 2012” – ეს ტიტული საქართველოს ახლახანს მილანში გამართულ სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო ფედერაციამ XXX საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე მიანიჭა. აღნიშნულ ფედერაციაში ხუთივე კონტინენტის 113 სახელმწიფოა გაწევრიანებული და იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არის აღიარებული.
ოფიციალური ჯილდო მილანში სეოკ-ის პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ფრანკო ასკანიმ გადასცა. ეს მნიშვნელოვანი აღიარება ქართულ მხარეს მიულოცეს ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოკ-ის წევრმა კარლოს ნუსმანმა, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, სოკ-ის წევრმა ფრანჩესკო რიციბიტიმ, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის პიერ დე კუბერტენის შვილიშვილმა და სხვა სპორტულმა მაღალჩინოსნებმა.
ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ საპატიოა, რომელიც ეკუთვნის არა მარტო ოლიმპიურ კომიტეტს, არამედ მთლიანად ქართულ სპორტს, ყველა მოქმედ და ვეტერან ოლიმპიელს და სპორტულ ჟურნალისტს.

 

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060031