მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებმა, პირველ ტაიმში, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
სახელოვან მეტოქესთან მიმდინარე დაპირისპირებაში, ქართველი ფეხბურთელები თავს არ ირცხვენენ. მატჩის ფავორიტმა, საფრანგეთის ნაკრებმა, პირველ ტაიმში, განსაკუთრებით სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოახერხა. სიტუაცია დიდად არც ლორისის კართან დაძაბულა, მაგრამ თემურ ქეცბაიას შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო დარტყმის განხორციელება მაინც მოახერხეს.







