ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, უმოტივაციო საქართველო ჯგუფში პირველობისთვის მებრძოლ საბერძნეთს მინიმალური სხვაობით ამარცხებს.
პირველ 45 წუთში, გოლის გატანის რამდენიმე შანსი ორივე გუნდს მიეცა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მიზნის მიღწევა მხოლოდ მასპინძლებმა მოახერხეს. მე-19 წუთზე, ქართველთა შეტევის მარცხენა ფლანგზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც დავით თარგამაძემ შეასრულა და ვინაიდან ბურთი გზად არავის შეჰხებია, გოლის ავტორადაც ქართველთა მე-11 ნომერი მოგვევლინა









