ძიუდო

17:03 | 29.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მსოფლიოს განაცხადს მიღმა დატოვეს

ძიუდოში მსოფლიოს გუნდურმა ჩემპიონატმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიაროს. დღეს, რამდენიმე უცხოურმა ვებ-გვერდმა ის 8 ქვეყანა ჩამოწერა, 30-31 ოქტომბერს, სტამბოლში ჩასატარებელ პირველობაზე მსოფლიოს უძლიერესი გუნდის სახელის მოსაპოვებლად რომ იბრძოლებენ. მათ შორის მხოლოდ სამი ევროპული ნაკრებია: თურქეთი, რუსეთი და საფრანგეთი. საქართველო კი სათადარიგო ევროპულ ვარიანტადაც არ განიხილება. ეს პატივი აზერბაიჯანს ერგო.
“ჩვენი ნაკრები გუნდურ ჩემპიონატებში გამორჩეულად წარმატებულად გამოდის ხოლმე. თუნდაც ბოლო წლების შედეგიანობიდან გამომდინარე, თურქეთის განაცხადში მოხვედრა ულაპარაკოდ ეკუთვნოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ამ შემთხვევაში გუნდური მიღწევებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სტამბოლში მონაწილეები 2009 და 2010 წლების მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატების შედეგების გათვალისწინებით დაპატიჟეს. ევროპისთვის გამოყოფილი ლიმიტი საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩემპიონატის მასპინძელმა თურქეთმა შეავსეს, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სამართლიან ცვლილებებს განახორციელებს. ეს მოულოდნელი ამბავი უცხოური ვებ-გვერდის მეშვეობით შევიტყვეთ და მაშინვე შევუდექით აქტიურ მუშაობას. პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო კონტაქტებს მაქსიმალურად გამოვიყენებ. ქართველი ძიუდოისტების მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში დასაბრუნებლად ყველაფერს ვიღონებ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ.
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097271