მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და ფინეთს შორის მიმდინარე შეხვედრის პირველ ტაიმში, გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს.
საწყის 45 წუთში, გოლის გატანის მეტი შანსი სტუმარ ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა.







