საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ ბელგიას 13-ქულიანი სხვაობით ამარცხებს. პირველი მეოთხედი ქართველებმა 20:11 მოიგეს, მეორეში კი უპირატესობა უფრო მეტად გაზარდეს – 37:24.
ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი ვიქტორ სანიკიძეა - 9 ქულა და 8 მოხსნა. ზაზა ფაჩულიასა და ვლადიმერ ბოისას 6-6 ქულა აქვთ. ბელგიელთაგან კი საუკეთესო დიჯეი მბენგაა, რომელმაც 8 ქულა დააგროვა.









