სხვა

17:49 | 1.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველომ საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია

შანხაიში სტარტი აიღო დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიოს ტურის მორიგმა ეტაპმა პლიაჟის ფრენბურთში, რომელშიც ტრადიციულად ქართული წყვილები – საქართველო და გეორგ-გიაც ჩაერთვნენ. პირველად საქმეში ქალთა დუეტი საქა-რთველო ვიხილეთ, რომელმაც კვალიფიკაციაში ორი გამარჯვება იზეიმა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-7 ნომრად განთესილმა კრისტინა სანტანასა და ანდრეა ჩაგაშის წყვილმა პირველ რაუნდში 26-ე რეიტინგის მქონე კანადელებს (მაკტავიში-როდრიგე) 2:0 (21:17, 21:18) სძლია, შემდეგ კი რუსულ ტანდემსაც (ვასინა-ვოზაკოვა, მე-10) ორ სეტში აჯობა – 2:0 (21:17, 21:15).
ამ წარმატების წყალობით, საქა-რთველომ მთავარ ტურნირში თამაშის უფლება მიიღო, სადაც 31-ე განთესვა ერგო, მეტოქეებად კი ბრაზილიური (ტალიტა-ანტონელი, მე-2), ამერიკული (ფენდრიკი-ჰანსონი, მე-15) და კანადური (ბენსლი-მელოუნი, მე-18) წყვილები ეყოლება.
ბრაზილიელი ქართველები B ჯგუფის ორ მატჩს 2 მაისს ჩაატარებენ, ერთს კი – 3-ში. ისიც ვთქვათ, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ისიც საკმარისი იქნება, თუკი, საქართველო ბოლო ადგილს არ დაიკავებს.
3 მაისს დაიწყებს ასპარეზობას ვაჟთა დუეტი გეორ-გია, რომლის ღირსებასაც ასევე ბრაზილიელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ. გეორ-გია პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საკვალიფიკაციო მატჩების დასრულებას ელის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093073