სხვა

15:14 | 3.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველომ დაასრულა, გეორ-გია თითქმის უშანსოდაა

შანხაიში გრან-პრის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპი პლიაჟის ფრენბურთში ქართული წყვილებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ქალთა დუეტი საქა-რთველო ბრძოლას უკვე გამოეთიშა, ვაჟთა წყვილი გეორ-გია კი ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოსაა.
საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი ფრენბურთელები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, B ჯგუფში სამივე თამაში წააგო. 31-ე განთესვის მქონე ქართულმა წყვილმა ბოლო შეხვედრა კანადურ დუეტთან (ბენსლი-მელოუნი, მე-18) გამართა და 0:2 (12:21, 17:21) დამარცხდა. საქა-რთველომ შანხაიში 80 სარეიტინგო ქულა და 3500 დოლარი გამოიმუშავა.
ვაჟთა ტურნირის O ჯგუფში გეორ-გიამ (რენატო გომეში/ჟორჟე ტერშეირო) ორი მატჩის წაგება მოასწრო. 22-ე განთესვის მქონე ბრაზილიურ-ქართული დუეტი ჯერ შვეიცარიელებთან (ჰეუშერი-ბელაგუარდა, მე-11) დამარცხდა – 1:2 (21:23, 21:19, 8:15), შემდეგ კი – რუსებთან (ბოგატოვი-პროკოპიევი, 27-ე) – 0:2 (12:21, 16:21).
ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო გადის, თუმცა, შესაძლოა, გეორ-გიას მიზნის მისაღწევად, ბოლო ტურში გერმანული წყვილის (ერდმანი-მატისიკი, მე-6) ძლევაც არ ეყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161467