ჭადრაკი

16:39 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის პირველი მარცხი

ქართველმა მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძემ (2553), რომელიც გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს, პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფი დატოვა.

მე-7 ტურში სანიკიძემ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ რუბენ ფელგაერთან (2557) შავი ფიგურებით ითამაშა და წარუმატებლობა შეემთხვა. შედეგად, თორნიკე 5.0 ქულით მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, არგენტინელი კი ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით რუს ალეკსანდრ კარპაჩევს (2484) დაუპირისპირდება, რომლის აქტივშიც ასევე 5.0 ქულაა. ტურის ცენტრალური პარტია ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის (2704) მქონე ფრანგ ეტიენ ბაკროს და ფელგაერს შორის შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097223