კალათბურთი

1:18 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის და შერმადინის 31 ქულა “სარაგოსას” გამარჯვებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა

ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა ესპანური “სარაგოსას” მაისურით მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარეს, თუმცა, ამჯერად ქართველ კალათბურთელთა კარგი გარჯა არაგონული კლუბის წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ხოსე ლუის აბოსის შეგირდები ევროთასის ეგიდით ბონის “ტელეკომს” სტუმრობდნენ და ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა, ბოლო მეოთხედი 19:29 დათმეს და მეტად უხვქულიან შეხვედრაში მარცხი განიცადეს – 104:108.

ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და თითქმის იდენტური დროით დაიტვირთა. სანიკიძემ მოედანზე 26:45 წუთი გაატარა და სტუმრებს 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი დ 1 ჩაჭრა შესძინა.

ვიქტორმა 6-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

კარგად ითამაშა შერმადინმაც, რომელმაც 26:32 წუთს ითამაშა და არაგონელებს 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოუტანა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მასზე კი 5 ფოლი აიღეს.

“სარაგოსას” სამ მატჩში 2 მარცხი მოუგროვდა და ევროთასის D ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება. ესპანური კლუბი მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს შინ ჩაატარებს, როდესაც იტალიურ “ვირტუს რომას” დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.372388