ქართველმა მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძემ (2558) საფრანგეთის ქალაქ ვანდევრე-ლე-ნანსიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ორი გამარჯვება იზეიმა, მე-3 და მე-4 ტურში კი აღებული ტემპის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.
თავდაპირველად, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონმა თეთრი ფიგურებითYინგლისელ ადამ ჰანტთან (2440) წააგო, შემდეგ კი შავებით ფრანგ ემილი ნასს (2233) დაუზავდა და 2.5 ქულა მოუგროვდა, რის გამოც მოწინავე ათეულს მიღმა აღმოჩნდა.
მე-5 ტურში თორნიკეს მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი პაულინ გუიშარი (2291) იქნება, აქვე კი იმასაც დავძენთ, რომ ამ დროისთვის ერთპიროვნული ლიდერი ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი ჟან-პიერ ლე რუა (2520), რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.
სულ ვანდევრე-ლე-ნანსიში 9 ტურია დაგეგმილი, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 6 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 1 500 ევროს მიიღებს.







