ჭადრაკი

0:45 | 28.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე მჭედლიშვილს დაეწია

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 6 ტურის შემდეგაც სამხელისუფლებიანობაა. წინ კვლავაც თურქი ბარის ესენი (2588), უკრაინელი ანტონ კორობოვი (2474) და ბელორუსი სერგეი ჟიგალკო (2667) არიან, რომელთა აქტივშიც 4.5-4.5 ქულაა.
ბაქოს ტურნირზე მოთამაშე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მიხეილ მჭედლიშვილს (2652) და თორნიკე სანიკიძეს (2586) გააჩნიათ, რომლებიც 4-4 ქულით, შესაბამისად, მე-15 და მე-17 ადგილებზე იმყოფებიან. გასულ ტურში მჭედლიშვილი აზერბაიჯანელ ვასიფ დურარბაილის (2584) დაუზავდა, სანიკიძემ კი ასევე თეთრი ფიგურებით თანამემამულე სოფიკო ხუხაშვილს (2396) სძლია.
ამ მარცხის შემდეგ, ხუხაშვილი 3.0 ქულით 34-ე პოზიციამდე დაქვეითდა, აზერბაიჯანში მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა კი ასეთია: 22. სალომე ხაჟომია (2143) – 3.5; 23. ნინო ბაციაშვილი (2410) – 3.5; 28. გაიოზ ნიგალიძე (2449) – 3.5; 37. ლევან ფანცულაია (2575) – 3.0; 50. ანა გავაშელი (2360) – 2.5.
ცნობისთვის, ბაქოს საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნის წარმომადგენელი 64 მოჭადრაკე ჩაება, შეჯიბრი კი 9 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17115