ჭადრაკი

19:51 | 30.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე ბლიცში პირველია

საფრანგეთის ქალაქ ვანდუევრეში გამართული ტურნირის მოგების შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძემ (2531) ციურიხში გადაინაცვლა და შვეიცარიული ტურნირის გამარჯვებულ იგორ კურნოსოვს (2648) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩა.
ფრანგული ტურნირის მსგავსად, თორნიკეს შვეიცარიაშიც არცერთი პარტია არ წაუგია. ქართველმა დიდოსტატმა სამი გამარჯვება იზეიმა, ოთხჯერ ყაიმს დასჯერდა და შვიდ ტურში თავი 5.0 ქულას მოუყარა. საბოლოოდ, ასეთივე მონაგარი კიდევ ცამეტ მოჭადრაკეს აღმოჩნდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ჩვენებურს მე-9 პოზიცია ერგო.
სამაგიეროდ, სანიკიძემ პირველობა არავის დაუთმო ბლიც-ტურნირში, სადაც ცხრა ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ქულით გაუსწრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089125