ჭადრაკი

13:48 | 24.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე ბლიცში გაჩემპიონდა

ქართველი მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძე (2558) საფრანგეთის ქალაქ ვანდევრე-ლე-ნანსიში გამართულ ტურნირზე გაჩემპიონებულ ტიგრან გარამიანს (საფრანგეთი, 2650) ნახევარი ქულით ჩამორჩა, იქვე ჩატარებულ ბლიცში კი პირველობა არავის დაუთმო.
ძირითადი ტურნირის დასკვნით ორ ტურში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონმა 1.5 ქულა აიღო. თორნიკემ ჯერ ფრანგი ჟან-პიერ ლე რუ (2520) დაამარცხა, შემდეგ კი შავებით კიდევ ერთ მასპინძელ მატიუ კორნეს (2522) დაუზავდა.
ამგვარად, სანიკიძემ კიდევ სამ მოჭადრაკის მსგავსად 6.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 პოზიცია ერგო.
სამაგიეროდ, ქართველმა მოჭადრაკემ ტიტული არავის დაუთმო ბლიც-ტურნირში, რომელშიც მონაწილეობა 23 მოთამაშემ მიიღო. თორნიკემ 9-დან 8 ტურში გამარჯვება იზეიმა და უახლოეს მდევრებს – ნატან ალფრედსა (ინგლისი, 2277) და ჟერემი დევალიეს (1976) ქულით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098323