სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩი გაიმართა. კოლუმბიელები ბოლივიელებს ესტუმრნენ და შინ 3 ქულითაც დაბრუნდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა დორლან პაბონმა სტუმრები დააწინაურა. ბოლივიელებმა წონასწორობის აღდგენაზე დაიწყეს ფიქრი და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ. მათმა იერიშებმა შედეგი 84-ე წუთზე მოიტანა. ალბერტო ფლორესმა შორი მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლივიელებს სიხარული რადამელ ფალკაომ არ აცალა. შეცვლაზე შესულმა “ატლეტიკოს” ფორვარდმა თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო და გოლის გატანა არ გასჭირვებია. კოლუმბიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს.
ტურში ყველაზე უხვგოლიანი ჩილესა და პერუს დაპირისპირება გამოდგა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ერთბაშად 6 გოლი იხილა. მასპინძლებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. კუთხურის დროს შეტევაში ჩართულმა მცველმა ვალდო პონსემ თავური დარტყმით პერუელთა კარი აიღო. ჩილელთა უპირატესობა ედუარდო ვარგასმა გაზარდა, რომელმაც ჟან ბოსეჟურის პასით იხეირა. მეორე ტაიმში მედელის გოლმა ანგარიში 3:0 გახადა, მაგრამ სტუმართა გამოცდილმა ფორვარდმა კლაუდიო პისარომ ანგარიშში სხვაობა მალევე შეამცირა. მასპინძელთა უპირატესობა ჯეფერსონ ფარფანის თავით გატანილმა გოლმა მინიმალური გახადა. ამან ჩილელები გამოაფხიზლა და შეტევაზე წასვლა გადააწყვეტინა. ერთ-ერთ იერიშს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც გამოცდილმა დავიდ სუასომ ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დიდ ინტერესს იწვევდა პარაგვაისა და ურუგვაის მატჩი. როგორც წესი, ამ გუნდების დაპირისპირება სანახაობრივი გამოდიოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა. ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ დიეგო ფორლანს ბურთის ცარიელ კარში შეგორება არ გასჭირვებია. თითქოს სტუმრებს საქმე გამარჯვებამდე ადვილად უნდა მიეყვანათ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. პარაგვაელებმა კუთხური ჩააწოდეს, საჯარიმოში კი, ყველაზე კარგად სიტუაციაში რიჩარდ ორტისი გაერკვა და წონასწორობა აღადგინა. ამრიგად, პარაგვაიმ და ურუგვაიმ თითო ქულა მოიპოვეს.
სენსაციური მარცხი იწვნია ვენესუელაში ჩასულმა არგენტინის ნაკრებმა. ალეხანდრო საბელიას ვარსკვლავურმა შემადგენლობამ მეტოქეს თითქმის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი შეტევაში ჩართული ფერნანდო ამორებიეტა გამოდგა, რომელმაც თავური დარტყმით არგენტინელთა კარი აიღო.
ლა პასი. “ერნანდო სილესი”.
ბოლივია – კოლუმბია 1:2 (0:0)
ბოლივია: ვაკა, რალდესი, ალვარესი (ჩავესი 76), რივერო, ლ.გუტიერესი (ანდავერისი 71), ფლორესი, ესკობარი, კარდოსო, რობლესი, მორენო (კამპოსი 71), არსე.
მწვრთნელი: გუსტავო კინტეროსი
კოლუმბია: ოსპინა, პერეა, არმერო, სუნიგა, მოსკეირა, აგილარი, გუარინი (ჩარა 69), როდრიგესი, პაბონი (მორენო 60), სანჩესი, ტ.გუტიერესი (ფალკაო 78)
მწვრთნელი: ლიონელ ალვარესი
გოლები: 0:1 პაბონი (47), 1:1 ფლორესი (84), 1:2 ფალკაო (90)
გაფრთხილებები: ესკობარი (27), რალდესი (65), ჩავესი (90) – პერეა (50)
კარში დარტყმა: 21 (8) – 12 (6) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 0 - 2 სეივი: 4 – 7
სანტიაგო. “დავიდ არელიანო”
ჩილე – პერუ 4:2 (2:0)
ჩილე: ბრავო, პონსე, გონსალესი, ხარა, ისლა, ვიდალი, ვალდივია (კარმონა 90), მედელი, სუასო (პარედესი 72), ბოსეჟური, ე.ვარგასი (მ.ფერნანდესი 90)
მწვრთნელი: კლაუგიო ბორხი
პერუ: რ.ფერნანდესი, როდრიგესი, აკასიეტე (ჩიროკე 87), რევორედო, ბალბინი (ლობატონი 46), ხ.ვარგასი, კრუსადო, იოტუნი (გისასოლა 46), გერერო, ფარფანი, პისარო.
მწვრთნელი: სერხიო მარკარიანი
გოლები: 1:0 პონსე (2), 2:0 ე.ვარგასი (18), 3:0 მედელი (47), 3:1 პისარო (49), 3:2 ფარფანი (59), 4:2 სუასო (63პ.)
გაფრთხილებები: სუასო (54), ხარა (58), ბოსეჟური (90) – კრუსადო (11), ლობატონი (62)
კარში დარტყმა: 15 (11) – 8 (3) ჯარიმა: 9 - 11 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 0 - 0 სეივი: 1 – 7
ასუნსიონი. “დეფენსორეს დელ ჩაკო”.
პარაგვაი – ურუგვაი 1:1 (0:0)
პარაგვაი: ბარეტო, ვერონი, და სილვა, ბონეტი (პერესი 79), ბარეტო, ვ.კასერესი (სანტა კრუსი 77), რივეროსი, ორტისი, კარდოსო (კაბალიერო 67), ესტიგარიბია, ვალდესი.
მწვრთნელი: ფრანსისკო არსე
ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, გოდინი, მ.კასერესი, ა.პერეირა (გონსალესი 64), პერესი (ეგურენი 58), მ.პერეირა, რიოსი, სუარესი, ფორლანი (როდრიგესი 83), კავანი.
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი.
გოლები: 0:1 ფორლანი (67), 1:1 ორტისი (90)
გაფრთხილებები: კარდოსო (3) – გოდინი (17), მ.პერეირა (32), ლუგანო (84)
კარში დარტყმა: 8 (1) – 6 (2) ჯარიმა: 9 - 13 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 2 – 1 სეივი: 1 – 0
პუერტო ლა კრუსი. “ხოსე ანტონიო ანსოატეგი”.
ვენესუელა – არგენტინა 1:0 (0:0)
ვენესუელა: ვეგა, ამორებიეტა, სიჩერო, ვისკარონდო, როსალესი, გონსალესი (ალვარესი 82), ლუსენა, რინკონი, რონდონი (ფელტშერი 75), არანგო, მიკუ (მორენო 88)
მწვრთნელი: სესარ ფარიასი
არგენტინა: ანდუხარი, როხო, დემიკელისი, ბურდისო, ოტამენდი, საბალეტა (ბანეგა 64), დი მარია (პასტორე 83), მასკერანო, სოსა (პალასიო 74), იგუაინი, მესი.
მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია
გოლი: 1:0 ამორებიეტა (61)
გაფრთხილებები: მასკერანო (58), როხო (59)
კარში დარტყმა: 13 (7) – 11 (6) ჯარიმა: 13 - 12 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 2 - 0 სეივი: 6 - 6









