ფეხბურთი

18:58 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორია” იკარდის 15 მილიონად აფასებს

გენუის “სამპდორიას” სპორტული დირექტორის, კარლო ოსტის განცხადებით, მისი გუნდი ახალგაზრდა არგენტინელ თავდამსხმელს, მაურო იკარდის 15 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ შესაძლოა, ეს თანხა გაიზარდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, იკარდის აგენტმა “სამპდორიას” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ფეხბურთელი 2015 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რაც გენუელებს 20 წლის შემტევის გაყიდვისკენ უბიძგებს.

“იკარდის მომავალს ივნისში შევაფასებთ. რამდენი ღირს ის? მისი ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა, მაგრამ ეს თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს, თუ ფეხბურთელი გოლების გატანას განაგრძობს.” – ციტირებს “სამპდორიას” სპორტული დირექტორის სიტყვებს Pრიმო ჩანალე.

მაურო იკარდი “სამპდორიაში” 2011 წელს, “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა. გენუელთა შემადგენლობაში, სერია A-ში ჩატარებულ 23 თამაშში მან 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110429