ჭადრაკი

21:09 | 28.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ლიდერთა შორის

ირანის ქალაქ მეშხედში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, 3 ტურის თავზე, უდანაკარგოდ ერთბაშად 24 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის სამი ქართველი – დავით ბენიძე (2522), დავით მაღალაშვილი (2453) და ბაჩანა მორჩიაშვილიც (2400) იმყოფება.
 უამინდობის გამო, სტამბულიდან ირანში გაფრენა დააგვიანდათ მიხეილ მჭედლიშვილსა (2641) და მერაბ გაგუნაშვილს (2619)მოუხდათ. შედეგად, მათ პირველ და მეორე ტურში ყაიმები ჩაუწერეს, მე-3 ტურში კი ქართველებმა გამარჯვებები იზეიმეს.
19th Fajr International Chess Open Tournament-ზე მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 27. შოთა აზალაძე (2456) – 2.5; 36. კოკა შანავა (2560) – 2.0; 38. ივერი ჭიღლაძე (2394) – 2.0;

საფრანგეთის ქალაქ კაპელ-ლა-გრანდეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, 3 ტურის შემდეგ, 2.5 ქულა აქვს ლევან ფანცულაიას (2610), ბელა ხოტენაშვილის (2440), დავით არუთინიანის (2578), თორნიკე სანიკიძისა (2559) და დავით ჯოჯუას (2515) აქტივში კი - 2.0-2.0 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16751