ჭადრაკი

16:06 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ჩიკაგოში

აშშ-ს ქალაქი ჩიკაგო ქალაქის ღია პირველობას უკვე ოცდამესამედ მასპინძლობს და ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია, 3 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს: გიორგი მარგველაშვილი (2550), ლევან ბრეგაძე (2428) და მარიამ დანელია (2237).

6 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მარგველაშვილს და ბრეგაძეს გააჩნიათ. მათ 4.5-4.5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-7 და მე-11 ადგილებზე იმყოფებიან.

რაც შეეხება დანელიას, მან 3.0 ქულა მიითვალა და ჯერჯერობით, 95 მონაწილეს შორის 50-ე საფეხურზეა.

მე-7 ტურში ბრეგაძე მარგველაშვილს დაუპირისპირდება, ხოლო დანელიას მეტოქე კანადელი რაზვან პრეოტუ (2339) იქნება.

ამ დროისთვის, ჩიკაგოს ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი სომეხი გაბრიელ სარგისიანია (2684), რომლის აქტივშიც 5.5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122258