ფეხბურთი

14:59 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სალერის თასი”: “დნიპრომ” “მაკაბის” აჯობა

 

“სალერის თასის” მე-3 სათამაშო დღეს, პირველ მატჩში “ბენდელაზე” დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” და ისრაელის “მაკაბი” დაუპირისპირდნენ.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “დნიპრომ” მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში ბალაკანმა გახსნა, ხოლო 64-ეზე ბაჯივანჩიმ უკრაინელები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. ებრაელებმა ერთი ბურთი 81-ე წუთზე გაქვითეს და თავი ო.კოჰენმა გამოიჩინა. ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ კვირას მე-3 ადგილისთვის მატჩისათვის შეხვდებიან.

განვლილი თამაში გუნდებმა ასეთი შემადგნელობებით ჩაატარეს:

მაკაბი: ლევისი, ველბლუმი, ჰარაზი, ი. კოჰენი, ო. კოჰენი, ავადი, ბარუხი, ს. ფედიდა, უ. კოჰენი, ბოჰბორტი, სტეპინი.

ცვლილებაზე შევიდნენ: ბენ სარი, გაბაი, ბაბა, კატაბი, რ. ფედიდა.

დნიპრო: პარამენკო, კოშელევი, ბაგინსკი, ნალიბაიკო, ჩებერკო, კოლოჩანი, ბალაკანი, ფხაკაძე, უსაჩევი, ლედნიოვი, ვენედიკტოვი.

ცვლილებაზე შევიდნენ: იერემენკო, ბაჩივანჯი, სინკევიჩი, პროვკინი, ციბინი.

ფოტო fcsaburtalo.ge 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174356