კალათბურთი

22:01 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

საინტერესო გაგრძელების მოლოდინში...

 “დინამოსა” და “ქუთაისის” სუპერფინალის პირველი შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ცხადია, რეგულარული პირველობის გამარჯვებულ თბილისელთა მოგებას არ ვგულისხმობთ – მოულოდნელი სპორტის სასახლის ტაბლოზე ნამატჩევს აღნიშნული სხვაობა, 49 ქულა (104:55) გახლდათ. თუმცა, ერთდროულად რამდენიმე მომენტის გათვალისწინებით, ირაკლი ხოშტარიას გუნდის მიერ დიდი ანგარიშით მოგება სენსაციათა რანგს არ განეკუთვნება.

შესაძლოა, შემოგვედავოთ – საქართველოს თასის მფლობელმა “ქუთაისმა” გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ორივე მატჩში მოახერხა დინამოელთა ძლევა და დღესაც უკომპრომისო მატჩი უნდა გვეხილაო, მაგრამ... ქუთაისელებს გრძელი სკამი არ აქვთ და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ლევან ცეკვავას ტრავმა რიონისპირელთათვის მძიმე დარტყმა გამოდგა. მეორე და ჩვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანი მომენტი “დინამოს” სასარგებლოდ ის გახლდათ, რომ სუპერფინალის მონაწილე გუნდებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ძალა, ენერგია, ფიზიკურ-ფსიქოლოგიური რესურსი შეალიეს მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ პაექრობებს. დინამოელებმა 3-3 მატჩით სძლიეს “ოლიმპსა” და “ბათუმს”, ქუთაისელებს კი 5-5 დრამატული, გამომფიტავი ორთაბრძოლის ჩატარება მოუხდათ “სოხუმსა” და “არმიასთან”. ერთი სიტყვით, დღევანდელ მატჩს მეტოქენი განსხვავებული სასტარტო პირობებით შეხვდნენ და გარკვეულწილად მოსალოდნელმა შედეგმაც არ დაახანა.

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს “დინამოს” მოგებას მისი მოწინააღმდეგის სირთულეებით ვხსნიდეთ. ირაკლი ხოშტარიას გუნდი გადამწყვეტ სერიას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული, სათანადოდ მოტივირებული შეხვდა. “დინამო” მეტოქეს სისწრაფეშიც სჯობდა, პრაქტიკულად ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჩაგრა ოპონენტი და ჩემპიონობის მოსაპოვებლად პირველი რიხიანი ნაბიჯი გადადგა.

ასპარეზობის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა. ქუთაისელებმა მატჩი უჩვეულო სასტარტო ხუთეულით დაიწყეს. მათ რიგებში ამჯერად ვერ ვიხილეთ ცეკვავა, “დინამომ” კი ანგარიში მეექვსე წამზე მიხეილ ჭოჭუას ზუსტი სამქულიანით გახსნა და დარჩენილი დროის განმავლობაში მასპინძლები მისთვის მომგებიან ანგარიშს ზრდიდა. დინამოელთა პირველ მოგებას საფუძველი სტევან მილოშევიჩმა, ქეონ კარტერმა, ლაშა გამყრელიძემ და ჭოჭუამ ჩაუყარეს. ბალკანელმა მეფარემ პირველ ტაიმში 17 ქულა გააკეთა, ამერიკელი ლეგიონერის აქტივში 10 ქულა და 9 მოხსნა დაირიცხა, ჭოჭუას ანგარიშზე 14 ქულა გახლდათ, გამყრელიძის აქტივობა კი 7 შედეგიანი გადაცემით, 6 მოხსნითა და 4 ქულით გამოისახა.

პირველ ტაიმი “დინამომ” 56:30 მოიგო, მესამე პერიოდის დასაწყისში 10:0 “გაქცევა” მოაწყო და დარჩენილი დრო ფორმალობად აქცია...

ხვალ გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან და სავარაუდოდ, “ქუთაისი” თავის საბრძოლო თვისებებს სრულად აამოქმედებს. შეგახსენებთ, “არმიასთან” ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩის წაგების შემდეგ მეორე პაექრობაში გუნდმა ფაშაევის გაძევების შემდეგ მობილიზება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა...

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე დინამო 104 - 55 ქუთაისი 2014-05-20, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
დინამო 28 28 27 21 104
ქუთაისი 16 14 7 18 55
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 18:16 3 4 75 0 1 0 0 2 0 0 6 6 11 2 4 5 0 6
6 ქიენ კარტერი * 27:35 12 19 63.2 0 0 0 0 0 0 4 13 17 2 1 1 4 1 24
7 ბესიკ ლეჟავა * 25:14 3 5 60 0 0 0 0 2 0 0 1 1 1 3 3 0 0 6
8 გიორგი ვახანია 07:43 0 1 0 1 1 100 1 2 50 0 1 1 2 1 1 0 0 4
9 იოსებ ბიბილური 04:34 0 2 0 0 0 0 0 0 0 2 1 3 1 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 12:04 1 3 33.3 1 2 50 0 0 0 0 1 1 2 0 0 0 0 5
11 სტევან მილოშევიჩი * 21:24 7 9 77.8 0 0 0 3 4 75 4 6 10 2 1 0 2 0 17
12 მილოშ პესიჩი 18:44 4 6 66.7 0 0 0 0 0 0 0 1 1 4 2 0 2 1 8
13 მიხეილ ჭოჭუა * 24:08 6 9 66.7 2 4 50 0 0 0 0 1 1 3 2 0 1 0 18
15 ზვიად ანთაძე 07:43 1 1 100 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 5
20 გიორგი ორმოცაძე 13:47 1 3 33.3 1 2 50 0 0 0 0 1 1 3 1 0 1 0 5
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი 18:48 0 2 0 1 3 33.3 3 4 75 2 4 6 4 1 1 0 0 6
0 1 1 0 0 0 0 0 0
38 64 59.38 7 14 50.00 7 14 50.00 12 37 49 35 15 10 15 2 104
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 35:24 0 3 0 1 4 25 1 2 50 1 4 5 5 0 4 1 0 4
6 ლევან გრძელიძე * 30:08 4 7 57.1 1 2 50 1 1 100 0 2 2 3 5 4 1 0 12
7 რევაზ დიდია 19:40 0 0 0 2 6 33.3 0 0 0 0 2 2 2 1 2 1 0 6
8 ლევან ცეკვავა 07:24 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 0 0 0
9 დიმიტრი დვალიშვილი 14:02 2 2 100 2 3 66.7 0 0 0 1 1 2 0 1 1 1 0 10
10 ნოდარ მესხი 01:12 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე * 14:31 0 1 0 1 4 25 0 2 0 0 2 2 0 1 0 1 0 3
13 დავით ბარბაქაძე * 07:09 1 3 33.3 0 2 0 0 0 0 1 3 4 0 0 0 0 0 2
14 ავთანდილ ლომინაშვილი 21:52 2 10 20 0 0 0 0 0 0 2 4 6 1 3 6 0 1 4
15 გიორგი ბარბაქაძე 14:20 0 0 0 1 2 50 0 2 0 0 1 1 0 1 0 0 0 3
21 აკაკი დვალიშვილი * 24:18 2 10 20 1 3 33.3 4 4 100 2 3 5 2 3 3 0 0 11
23 უჩა გამრეკლიძე 10:00 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 0 1 0 0 0 0
1 0 1 0 0 0 0 0 0
11 37 29.73 9 26 34.62 6 11 54.55 8 24 32 14 17 21 5 1 55
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129193