ფეხბურთი

13:37 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი vs სერბეთი: ერთი ნაბიჯი ოქრომდე

ხუთშაბათს, ლიტვურ მარიამპოლში, 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გაირკვევა. ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელები - საფრანგეთი და სერბეთი დაუპირისპირდებიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმა მეტოქის მიმართ თავისი პატივისცემა დაადასტურეს. გავიხსენოთ, რომ ფინალის საგზური ორივე ნაკრებმა დიდი ბრძოლების შედეგად მოიპოვა – ნახევარფინალში სერბებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს პორტუგალიელები, ფრანგებმა კი დამატებიათ დროში სძლიეს ესპანელებს, რომლებსაც ამ ასაკში ბოლო 2 ჩემპიონატი ჰქონდათ მოგებული.

Oორივე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი დამღლელი ნახევარფინალების შემდეგ სრულფასოვანი აღდგენა იქნება: “ჩვენ ჯერაც საკმარისად არ დაგვისვენია, - განაცხადა ფრანგთა დამრიგებელმა ფრანსის სმერეცკიმ, - მაგრამ ვიმედოვნებ, ბიჭებს ძალები ეყოფათ, ხოლო მწვრთნელთა შტაბი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ მოტივაციის პრობლემა არ ჰქონდეთ.”

“გვჯერა, რომ ფინალისთვის ჩვენი ფეხბურთელები აღდგენას მოასწრებენ. ფიზიკური მზადყოფნა უმთავრესია, - დასძინა სერბთა მწვრთნელმა, ლიუბინკო დრულოვიჩმა, - დარწმუნებული ვარ, მაყურებელი კარგ თამაშს იხილავს. ოპონენტებს კი საკმაოდ კარგად ვიცნობთ.”

სერბებს ნახევარმცველი მილან ვოივოდიჩი დაუბრუნდებათ, რომელმაც პორტუგალიასთან ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

“ბ” ჯგუფში ამათი თამაში 1:1 დამთავრდა, თუმცა ამ დროისათვის სერბებს ნახევარფინალის სააგზური უკვე განაღდებული ჰქნდათ და ძირითადის 6 ფეხბურთელი დაასვენეს. “ცხადია, ახლა სულ სხვა თამაში იქნება, - აგრძელებს დრულოვიჩი, - მაშინ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინე, რათა ნახევარფინალის წინ მოთამაშეებს დისკვალიფიკაციები არ მიეღოთ. გარკვეული ცვლილებები ახლაც იქნება. ფეხბურთელებისგან კი ისეთივე თავგანწირვას ველი, როგორიც მათ წინა 4 მატჩში გამოავლინეს. თუ ასე მოხდა, მაშინ შეიძლება წარმატების იმედიც გვქონდეს.”

3 წლის წინათ, სმერეცკის თავკაცობით, ამავე ტურნირზე ფრანგებმა ჩემპიონობა მოიპოვეს, სერბებისთვის კი ეს პირველი ფინალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე გია ცეცაძის გუნდმა ფრანგებთან უგოლო ფრე ითამაშა, სერბებთან კი 0:1 დამარცხდა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116328