ფეხბურთი

1:31 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი მსოფლიოს ახალი ახალგაზრდა ჩემპიონია

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური წყვილის გარკვევის შემდეგ ცნობილი იყო, რომ ახალი ჩემპიონი გვეყოლებოდა. არც საფრანგეთს და არც ურუგვაის ახალგაზრდული მუნდიალი, აქამდე, მოგებული არ ჰქონდა. გარდა ამისა, 1999 წლის შემდეგ, ამ ტურნირზე ევროპულ გუნდს არ ემარჯვა. ეს ტრადიცია თურქეთში დაიღვა, სადაც ევროპულ-სამხრეთ ამერიკული 120-წუთიანი უგოლო დაპირისპირების შემდეგ - რომლის დროსაც გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო - საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. ურუგვაიმ პირველი 2 დარტყმა გააცუდა, რაშიც დიდი წვლილი ფრანგების კიპერს მიუძღვის და შედეგად, პიერ მანკოვსკის ახალგაზრდა შეგირდები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

 

საფრანგეთი-ურუგვაი 0:0 (პენ. 4:1) 

სტამბული, “ტელეკომ არენა

საფრანგეთი (4-3-3): არეოლა, ფოლკიე, ზუმა, სარი, დინე (პოლომატი 115), ვერეტო, პოგბა, კონდოგბია, ბაებეკი (ბოზეტი 65/ნ’განდო 112), სანოგო, ტოვინი.

მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი.

ურუგვაი (4-4-2): რაველო, ველასკესი, სილვა, ვარგასი (ვარელა 84), როდრიგესი (ოლასა 100), პაისი, ლაჩალტი (დე არასკაეტა 71), აცევედო, კრისტოფორო, ლოპეს ალონსო, ავენატი.

მწვრთნელი: ხუან ვერზერი.

გაფრთხილებები: პოგბა 61, ვერეტო 93 - ველასკესი 34, კრისტოფორო 77.

მსაჯი: რობერტო გარსია ოროსკო (მექსიკა).

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 12 (5)-22 (14), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-5, სეივი: 14-5, ჯარიმა: 16-17.

 

ბომბარდირები

ასიფუა (განა) – 6, ბრუმა (პორტუგალია), ხესე (ესპანეთი) – 5.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117155